ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის მიმართულება“ 2024 წლის 17-18 ოქტომბერს ატარებს მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „შორეული აღმოსავლეთი -წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები“.
კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური და გენდერული საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: პროფესორ-მასწავლებლებს და დოქტორანტებს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი (განაცხადის ფორმა იხ. დანართში) და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი: ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5, მოცულობა - დაახლოებით 250 სიტყვა.
საკონტაქტო პირები: ნანა გელაშვილი nana.gelashvili@tsu.ge; თათია მემარნიშვილი tatia.memarnishvili@tsu.ge